Wednesday, May 27, 2009

სვეტიცხოველი


სვეტიცხოველი ყველაზე ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში გადარჩენილტა შორის.იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანულ საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენს.ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმ.ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშენებია,რომელსაც დგემდე არ მიუღწევია.
1970-1971წლებში სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარების დროს(ხელმძღვანელი არქიტექტორი ვ.ცინცაძე) მიკვლეულ იქნა მისი საძირკვლის კვალი.ასევე მთლიანად შემოიხაზა იმ ბაზილიკის გეგმა,რომელიც აქვე ააშენა,წმ.ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ,ვახტანგ გორგასალმა მე- 5 საუკუნის მე-2 ნახევარში. მე-11 საუკუნეში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო.მან ხუროთმოძღვრად არსუკისძე მიიწვია.მშენებლობა 1010 დაიწყო და 1029წელს დამთავრდა.

No comments:

Post a Comment